ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ თუ ციანიდის საქმის ადვოკატებს დაკითხვაზე დაიბარებენ, ევროსაბჭოს მისაღებში დაწვება

“ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას თუ გაბედავენ, დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელ მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ”, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა. საუბარია ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შესაძლო დაკითხვაზე, მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით.

როგორც ხატიაშვილი ამბობს, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა სასამართლოს ამ შუამდგომლობით მიმართავს, ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალურობოს პრინციპის ეჭვქვეშ დაყენება იქნება.

“პროკურატურა გამოვიდა სამართლებრივი შეგნებიდან. ეს არის პირდაპირი დარტყმა ადვოკატის ფუძემდებლურ პრინციპზე და ცდილობენ აიძულონ ადვოკატები გათქვან ინფორმაცია, რაც მათ დაცვის განხორციელებისას მიიღეს. მინდა, გავაფრთხილო პროკურატურა, ამას მოჰყვება ძალიან მწვავე რეაქცია. ეს იგივეა, რომ მღვდელი დაიბარო და აიძულო აღსარების საიდუმლოს გათქმა. ეს დანგრევს მთელ ადვოკატთა კორპუსს, როგორც თავისუფალი პროფესიის განვითარებად”, – განაცხადა ხატიაშვილმა.

დეკანოზის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ პროკურატურა ამ ნაბჯს არ გადადგამს და აცხადებენ, რომ თუ ასეთი ფაქტი მოხდა, ქართული მართლმსაჯულება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და არ დაუშვებს ადვოკატების მოწმის სახით დაკითხვას.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები უკვე დაიბარეს, თუმცა მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურას თავად მიუძღვის ბრალი იმაში, რომ სასამართო პროცესებამდე ფარული ვიდეო-ჩანაწერი გაასაჯაროეს.

იტვირთბა....