ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჭიათურის რკინის კუბო”: BBC ჭიათურის საბაგირო გზას სტატიას უძღვნის (ვიდეო)

BBC ჭიათურის საბაგირო გზას სტატიას უძღვნის, რომელშიც ყურადღება მის სიძველეზეა გამახვილებული.

„ჭიათურაში, ყოფილ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში საბაგირო გზისთვის განკუთვნილი ჟანგიანი კაბინები 50-იანი წლების შემდეგ არ გარემონტებულა. ზოგიერთი ადგილობრივი მას „რკინის კუბოს“ უწოდებს. აღნიშნული წოდების მიუხედავად, ჭიათურელი მაღაროელები მას ყოველდღიურად, სამუშაოზე წასასვლელად იყენებენ.

მოგზაურობა სულ რაღაც 5 წუთი გრძელდება – უფრო ნაკლები, ვიდრე ავტობუსის ლოდინისთვის არის საჭირო. მაღაროელებისთვის საბაგიროთი სარგებლობა ყოველდღიურობას წარმოადგენს. თუმცა მეორე მხრივ, იგი უნიკალურ სანახაობაა, რომელიც ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს,“ აღნიშნულია სტატიაში.

მოამზადა commersant.ge-მ

იტვირთბა....