მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ბიძაშვილი გურამ ფალავანდიშვილი მსახიობის გარდაცვალებაზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ქავჟარაძე ბოლო პერიოდში იყო ძალიან კარგად, რადგან ელოდებოდა თავისი სახელობის ვარსკვლავის გახსნას. ფალავანდიშვილი ქავჟარაძის თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავს.
„კიბეებზე ასვლის დროს უჭირდა სუნთქვა, ვფიქრობ შესაძლოა, ყოფილიყო ანევრიზმა ან თრომბი, ექსპერტიზა დაადგენს ზუსტ მიზეზს. პირველად მე და ჩემმა შვილმა ვნახეთ, პოლიციელებმა გვითხრეს, რომ დაახლოებით 5 საათის გარდაცვლილიაო. თავის ოთახში იწვა და ეფარა საბანი, თვითმკვლელობის არანაირი კვალი არ ჩანდა“,- განაცხადა ფალავანდიშვილმა.
ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ახლობლების ინფორმაციით, ლიკა ქავჟარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. მათივე ცნობით, მსახიობი სახლში მარტო იმყოფებოდა.