ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებაზე მისმა მეგობრებმა კომენტარი გააკეთეს

ცნობილი ქართველი მსახიობის, ლიკა ქავჟარაძის სახლში, სადაც მისი ცხედარი იპოვეს, მისი მეგობრები შეიკრიბნენ. მათ შორის იყო მსახიობი ზაზა კოლელიშვილი. როგორც მან აღნიშნა, ლიკა ქავჟარაძე გარდაცვალების მომენტში სახლში მარტო იმყოფებოდა. კოლელიშვილის აზრით, მსახიობს არანაირი მიზეზი არ ჰქონდა თავი მოეკლა.
“ეს იყო თავზარდამცემი ამბავი ჩვენთვის. ჩვენ ვგეგმავდით გამოფენის მოწყობას და რაღაცები გავაკეთეთ კიდეც ამის გამო. მას არანაირი მიზეზი მას თავის მოკვლის არ ჰქონია. ვესაუბრე ტელეფონით და აქტიურად ემზადებოდა გამოფენისთვის. მისმა ახლობელმა დარეკა პოლიციაში, რადგან ალბათ ის არ პასუხობდა ზარებს. სხვა ისეთი არაფერი ვიცი. ახლაც გაოგნებული ვარ. ეს არის მოულოდნელი და თავზარდამცემი ამბავი“, – განაცხადა ზაზა კოლელიშვილმა.
მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-მუხლით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

იტვირთბა....