აფეთქება მოხდა თურქეთში, რომელსაც 4 ადამიანი შეეწირა, 2 – დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აფეთქება იზმირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მოხდა. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, წინასაწარი ინფორმაციით, მიზეზად ნავთობის საცავში სარემონტო სამუშაოები სახელდება.