aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შენების მოძრაობა” საჩივარს ამზადებს: შერგილაშვილი ამბობს, რომ “იმედის” დებატებში პირადად კალაძემ დაბლოკა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გუშინ საღამოს ტელეკომპანია “იმედზე” გამართულ მერობის კანდიდატების დებატებში არ მონაწილეობდა პარტია “შენების მოძრაობის” კანდიდატი თენგიზ შერგილაშვილი. “მეტრონომთან” შერგილაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიასთან რამდენიმე დღით ადრე, მისი დებატებში მონაწილეობა უკვე შეთანხმებული იყო, თუმცა გადაცემის დაწყებიდან ერთი საათით ადრე, მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ის ვეღარ მიიღებდა დებატებში მონაწილეობას, ხოლო მიზეზი  არ განუმარტეს. მისი აზრით, ეს პირადად კახი კალაძის გადაწყვეტილება იყო, რომ მას დებატებში მონაწილეობა არ მიეღო.

შერგილაშვილი ამბობს, რომ ამით ტელეკომპანიამ საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი დაარღვია,  რომლის თანახმადაც  „საერთო მაუწყებელმა რომელიც გადაწყვეტს წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს წინასაარჩევნონ დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური სუბიექტის მონაწილეობით.

„ტელეკომპანია „იმედი“ ორი დღის განმავლობაში მართავდა ჩვენთან მოლაპარაკებას, მერობის კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვიყავით მიგვეღო მონაწილეობა აღნიშნულ გადაცემაში და დაგვესვა მწვავე საკითხები, რაც თბილისს და თბილისელებს ყველაზე მეტად აწუხებთ. გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ტელევიზიიდან გაუგებარი მიზეზებით შეგვატყობინეს, რომ ჩვენ შეცდომით დაგვპატიჟეს დებატებში და უარი გვითრხეს გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე.

რატომ შეიცვალა ტელეკომპანია „იმედმა“ ეს გადაწყვეტილება  გაუგებარია. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის უხეშ დაღვევას, რომლის თანახმადაც  „საერთო მაუწყებელმა რომელიც გადაწყვეტს წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს წინასაარჩევნონ დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს“. მსგავს ვალდებულებას ითვალისწინებს ასევე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტიც.

ჩვენი ვარაუდით ეს იყო სუბიექტური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, მედია ვერა და ვერ გათავისუფლდა გავლენებისგან. ეს გადაწყვეტილება პირადად კახი კალაძემ მიიღო, რომლისთვისაც ჩემთან დებატი  ყველაზე უხერხული აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ერთმანეთში დაპირისპირება სწყურიათ და ამისთვის, მათ ხელში არსებულ ყველა საშუალებას იყენებენ, რადგან ანალოგიური სიტუაციაა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თან დაკავშირებითაც.

„შენების მოძრაობა“ აღნიშნულ კანონდარღვევაზე მიმართავს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, უწყებათაშორის კომისიას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება და დაიცვან მედია ხელისუფლების ზეგავლენისგან“,-განაცხადა შერგილაშვილმა  “მეტრონომთან”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია “იმედზე” მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა, სადაც 9 კანდიდატიდან მხოლოდ შვიდი იყო წარმოდგენილი. “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანიდატის გიორგი გუგავას არ მიწვევის მიზეზი  გადაცემის წამყვანმა განმარტა.

ირაკლი ჩიხლაძის განცხადებით,  “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებები ტელეკომპანიის მიმართ არის შეურაცხმყოფელი და არხი არ არის დაინტერესებული ასეთი პოლიტიკური ძალის პოპულარიზაციით. თუმცა, რატომ არ იღებდა დებატებში მონაწილეობას “შენების მოძრაობის” პარტიის კანდიდატი თენგიზ შერგილაშვილი  ეს წამყვანს არ განუმარტავს.

იტვირთბა....