ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი მოსამართლედ საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია აირჩია, -ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ლადო ჭანტურია მოვალეობას სამი თვის შემდეგ შეუდგება და ცხრა წლის განმავლობაში შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან მოსამართლის შერჩევა მეორე მცდელობაზე მოხდა. იანვარში წარდგენილი კანდიდატთა სამკაციანი სია ევროპის საბჭომ უარყო. საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენილი იყვნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სტრასბურგის სასამართლოს თანამშრომელი გიორგი ბადაშვილი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე.
ამჟამად საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიაა, რომელიც ახალი მოსამართლის უფლებამოსილების ძალაში შესვლამდე მის მოვალეობებს შეასრულებს.