საკრებულოს შენობასთან დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრ – კოტე იოსელიანის სიმამრი პოლიციის მთავარ შენობასთან სიძის გათავისუფლებას ითხოვდა.
“გამაგებინეთ სად არის ჩემი სიძე, არც ერთმა სამსახურმა არ იცის სად არის. გამაგებინეთ სად არის ჩემი სიძე, თუ არა და დამაკვეთ. აღარ იქნება მალე ეს დრო. “ბატონოს” დრო აღარ არის უკვე. დაუძახეთ, ამ შენობაშია კოტე იოსელიანი და დაკავებულია, მინდა გავიგო სად იმყოფება.დამაკავეთ მეც.” – განაცხადა კოტე იოსელიანის სიმამრმა.
სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე იოსელიანი თბილისის საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს და თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადება დაკავებულმა კოტე იოსელიანმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში, სატელეფონო ჩართვისას გააკეთა.
მისი თქმით, პოლიციამ ის ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში, ჯერ თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის შენობაში, შემდეგ კი მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. იოსელიანი ამბობს, რომ მისთვის დაკავების მიზეზები არ განუმარტავთ და ველოდები მათ განმარტებებს.
„ახლა ვარ ქალაქის სამმართველოში, დიღომში, არ ვიცი რას მედავებიან, აქციაზე წრე დამარტყეს და ჭიდაობის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში. ჯერ გადამიყვანეს თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის შენობაში, ახლა მოვედით მთავარ სამმართველოში. არ ვიცი რას მედავებიან, ალბათ იმას, რაც ხდებოდა ქალაქის საკრებულოს წინ, როდესაც დეპუტატებს არ უშვებდნენ საკრებულოს შენობაში. პოლიციამ დაიწყო ძალადობა, მოქალაქეების წინაშე, კერძოდ ჩვენი პარლამენტის წევრის წინააღმდეგ, რომელსაც კანონიერი უფლება აქვს შევიდეს ნებისმიერ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში. ამ ძალადობის დროს იყო ძალიან უხეში დამოკიდებულება თინა ბოკუჩავას მიმართ, რომელიც არის ჩემი მეუღლე და რა თქმა უნდა გამოვესარჩლე და ვცდილობდი რომ პოლიციელები მომეშორებინა მისგან და ალბათ ამ ფაქტმა გაანაწყენათ,“ – განაცხადა კოტე იოსელიანმა.
იტვირთბა....