ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თამარ ცინცაბაძე: საკრებულოში პროტესტისთვის ჩვენ მეორე გზა ავირჩიეთ

საკრებულოს სხდომაზე განხილულ თემებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფრაქცია “თბილისელების” წარმომადგენელმა თამარ ცინცაბაძემ:
“ჩვენ მივიღეთ კენჭისყრაში მონაწილეობა და მხარი არ დაგვიჭერია არც ერთი საკითხისთვის. თაბორის მთასთან დაკავშირებით ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს პოზიცია თუ რატომ ვთვლით, რომ არ იყო ეს სწორი ნაბიჯი და აქედან გამომდინარე დღევანდელი საკითხისთვის არ დაგვიჭერია მხარი.” – განაცხადა ცინცაბაძემ.
ოპოზიციიდან ერთადერთი ფრაქცია სწორედ “თბილისელები” გახლდათ, რომელიც დარჩა სხდომათა დარბაზში, ვიდრე არ დასრულდა კენჭისყრა.
ასევე თამარ ცინცაბაძემ გააკეთა კომენტარი საკრებულოს შენობასთან  განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:
“საერთოდ პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა საშუალება არსებობს. შეიძლება ეს გამოხატო ხმამაღლა და იყვირო ან შეიძლება შენი პოზიციის დაფიქსირებით და იმ კითხვების დასმით, რომლებზეც პასუხი უნდა მიიღო. ჩვენ ავირჩიეთ მეორე გზა.” – განაცხადა ცინცაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სადაც მხოლოდ უმრავლესობა დარჩა, რადგან ოპოზიციამ სხდომა დატოვა, სულ ცოტა ხნის წინ პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორია კონკრეტულ კომპანიას გადაეცა.

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან გასაუბრება სცადა. თუმცა თავდაპირვლად მას დაბრაზში მყოფმა დაცვის და სამაქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა ამის საშუალება არ მისცეს. დათუკიშვილის წინააღმდეგობის გაწევა სხვა ოპოზიციის დეპუტატებმა ბუხრაშვილმა და სამნიძემ გააპროტესტეს.

უსაფრთიხების სამსახურის წარმომადნელემა დარბაზიდან ძალით გაიყვანეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე. მოგვინებით დათუკიშვილმა ალიბეგაშვილის მაგდასთან მიახლოება სცადა. დათუკიშვილი ასევე შეეცადა თავმჯდომარის მიკროფონის გამოყენებას. თუმცა მას მიკროფონი გამოურთეს. ალიბეგაშვილის მაგიდასთან მისვლას სამნიძეც შეეცადა. სამინიძის განცხადებით დღევანდელი სხდომა უკანონოა და მისი დახურვის უფლება არ ჰქონდათ.

იტვირთბა....