რამდენიმე წუთის წინ საკრებულოს შეხვედრაზე სიტუაცია გამწვავდა. ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ჯაბა ჯიშკარიანმა ოპოზიციას მიმართა:
“მე მიჩვეული ვარ თქვენი მხრიდან უზრდელობებს, წამოძახილებს. არ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილის პოზიორობას და მისთვის მერობისთვის გაქაჩვას, ბოდიშით ამ სიტყვებზე, შეეწიროს თბილისის საკრებულო და ეს ინსტიტუტი.მე ხომ ვიცი იმიტომ ხართ შემოსულები, რომ ზუსტად 10 წუთში პროტესტის ნიშნად დატოვოთ საკრებულოს დარბაზი. ხვალ ჩვენ ყველანი ვიხილავთ ქალაქ თბილისის საკრებულოში კიდევ ერთ შუღლს, რომელიც მიზნად ისახავს დესტრუქციული ქმედებების მოწყობას. თქვენი მთავარი მიზანი ყოველთვის არის დესტრუქცია.”- განაცხადა ჯიშკარიანმა.
ამ წუთებში საკრებულოში დაძაბულობაა.”ნაციონალური მოძრაობის” წევრს დარბაზი დაატოვებინეს.
საკრებულოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილია, რომ განიხილონ თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე მსჯელობა.
საკრებულომ ორ ტერიტორიას ზონალური სტატუსი გასულ კვირას შეუცვალა. პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1900 კვადრატულ მეტრზე მიწისქვეშა პარკინგის ასაშენებლად, თაბორის მთაზე 5000 კვადრატულ მეტრზე კი რეკრეაციული ზონის მოსარწყავად საჭირო საირიგაციო სისტემის განსათავსებლად. ამ ცვლილებას ოპოზიცია აპროტესტებს.
იტვირთბა....