ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ”

კონსტიტუციის კანონპროეტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს შინაარს მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა არ ეთანხმება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მდინარაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებს შეგნებულად დაამატა წინასწარ დაანონსებული ისეთი საკითხები, რაზეც იცოდა, რომ უმრავლესობა არ დაეთანხმებოდა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, იმის გამო რომ ვეტოს ნაწილობრივ გათვალისწინებას კანონმდებლობა არ იცნობს, უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად მოემზადება და მას გადალახავენ. მისი აზრით, პრეზიდენტმა უკანასკნელ შანსზეც უარი განაცხადა.

„ამით მან უკანასკნელ შანსზე თქვა უარი პოზიტიური წვლილი შეეტანა საკონსტიტუციო რეფორმის იმ წარმატებულ პროცესში, რომელიც აღიარა ქართულმა საზოგადოებამ, აღიარა ვენეციის კომისიამ და ყველა ობიექტურმა დამკვირვებელმა. ამიტომ შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ ვეტოს გადავლახავთ.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად კენჭისყრას მიმდინარე კვირის პარასკევს გამართავს.

იტვირთბა....