ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

დედაქალაქის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული

დედაქალაქის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული, რაც, სავარაუდოდ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციას უკავშირდება.

დღეს საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საკითხი თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაა.

საკრებულოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული, კომისიები კი 10:30 საათიდან იწყება.

იტვირთბა....