ახალი ამბები მთავარი სამართალი

ღამის კლუბში ერთი პირის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გუშინ გონიოში მომხდარი შემთხვევა გახსნილია. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია მოქალაქე ნ.დ. რომელიც ეჭვმიტანილია ღამის კლუბ „დენიზის“ ეზოში ერთი პირის დანით დაჭრაში.

ამჟამად, შემთხვევას ხელვაჩაურის პოლიცია 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნ.დ.-ს დაჭრაში კლუბის დაცვის თანამშრომელია ეჭვმიტანილი.

იტვირთბა....