აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა სუამ-ის დაფუძნების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე ისაუბრა.
“ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დარღვეულია, ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს”.- განაცხადა მინისტრმა.
„დღეს ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტებზე ვისაუბრეთ. მიგვაჩნია, რომ სუვერენიტეტის გამყარება სწორედ ეკონომიკის გაძლიერებით უნდა დავიწყოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ სუამ-ის გარეთაც გავდივართ და სხვა ქვეყნებთან კონტაქტებს ვამყარებთ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, თითქმის ყველა სფეროში ვთანამშრომლობთ. ვფიქრობთ, რომ შევქმნათ სუამ-ის სპორტული თამაშებიც, რათა კიდევ უფრო დავახლოვდეთ”,- აღნიშნულია ელმარ მამედიაროვის განცხადებაში.