წალკაში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეჭვმიტანილი ბანკის დაცვის პოლიციის თანამშრომელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია ერთი პირი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.