ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის ოჯახი აქციას მართავს

დღეს, 13:00 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და მეგობრები აქციას გამართავენ. ისინი ითხოვენ სახელმწიფოს აქტიურად ჩართვას ქართველი მფრინავის შესახებ ზუსტი ცნობების დადგენაში.

როგორც სოსო ოსორაულის ძმა აცხადებს, ოჯახს აქვს კავშირი კონგოელ სამხედროებთან, რომლებიც მისი დაღუპვის ცნობას არ ადასტურებენ.

ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ სახელმწიფო ისევ ჩაერთოს პროცესებში და სოსო ოსორაულის შესახებ ზუსტი ინფორმაცია დადგინდეს. მფრინავის ოჯახი ფიქრობს, რომ სოსო ოსორაულის გარდაცვალების შესახებ თავის დროზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება ნაადრევი იყო. ოჯახს კონგოელი სამხედროებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ის ცოცხალია და დახმარება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ სოსო ოსორაული 27 იანვარს ტყვედ ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს, სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა დავით ნემსაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ხოლო, 24 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა ოსორაულის სავარაუდო დაღუპვაზე.

თუმცა მოგვიანებით როგორც გაირკვა, ქართველი მფრინავი ცოცხალია. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ გაავრცელა. ოსორაულის შესახებ მან ინფორმაცია სხვა კონგოში მყოფი სამხედროებისგან მიიღო.

იტვირთბა....