სპეციალურად ფრანკფურტის წიგნების ცნობილი ბაზრობისთვის, რომელიც მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს უნდა გაიმართოს შეიქმნა ახალი ვიდეორგოლი, რომელიც აგებულია ქართულ ანბანზე და სერიოზული სარეკლამო მასალაა საქართველოს კულტურის წარმოსადგენად უცხოეთში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ბაზრობაზე სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი.