“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც დეპუტატებს, ბიზნესთან მათ კავშირს, არასწორად შევსებულ დეკლარაციებს და მუნიციპალური ქონების გადაცემის ფაქტებს ეხება. ამჯერად საუბარია თბილისის საკრებულოს დეპუტატებზე.
ანგარიშის მიხედვით, დადებით ტენდენციად არის მიჩნეული ის ფაქტი, რომ 3 წლის განმავლობაში საკრებულოს 200 სხდომა ჩაინიშნა და ქვორუმის არარსებობის გამო არც ერთი მათგანი არ ჩაშლილა. პრობლემურ ტენდენციად დასახელდა საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10-ს კავშირი აქვს ბიზნესთან. ასევე, რამდენიმე მათგანს არადეკლარირებული ბიზნესწილები აღმოაჩნდა. ასევე, რამდენიმე თანამდებობის პირი კომპანიებში მოქმედ დირექტორად ფიქსირდება. ესენი არიან: საკრებულოს თავმჯდონარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე, ლევან დარახველიძე და ლია ჯახველიძე.
კვლევაში საუბარია მუნიციპალური წონების გადაცემის პრობლემურ შემთხვევებზეც. უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის ფორმით 28 შემთხვევაში გაიცა სიმბოლურ ფასად – 1 ლარად.
გამჭვირვალობის ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია თბილისის საკრებულოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხიც. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, უწყების ვებგვერდზეც საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.