უნგრულმა ავიაკომპანია Wizzair -მა ქუთაისიდან პრაღის, პარიზის და ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაამატა.
პირდაპირი ავიარეისები აღნიშნულ ქალაქებში 2018 წლის 18 მაისიდან ამოქმედდება. მომხმარებელს ბილეთების ყიდვა უნგრული ავიაკომპანიის საიტზე უკვე შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ”ვიზეარმა” ცოტა ხნის წინ ქუთაისი-ვროცლავის მიმართულებითაც დაამატა ფრენები.