უკრაინელ ფეხბურთელს, ანდრეი შევჩენკოს მიერ თბილისში გაკეთებული განცხადების გამო, შესაძლოა ფინანსური სანქცია დაეკისროს. საიას ინფორმაციით, შევჩენკომ სავარაუდოდ საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია და ცესკოს მომხდარის შესწავლისაკენ მოუწოდა. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სანქცია 2000-ლარიანი ჯარიმაა.
შევჩენკომ, თამაშის დასრულების შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ კახი კალაძე კარგი მერი იქნება.
შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით თბილისში საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომლიდან შემოსავალი ბორჯომის ტყის დაწვის შედეგად მის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.