ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოკუპირებულმა აფხაზეთმა და კრემლის მიერ შექმნილმა “კავშირმა” შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. „ევრაზიულ საქმიან კავშირს“ შორის ე.წ. თანამშრომლობის შესახებ ე.წ. „შეთანხმებას“ მოეწერა ხელი. ინფორმაციას აფსნი.რუ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, შეთანხმება გულისხმობს აფხაზეთის სავაჭრო სახლის შექმნას, რომელიც უშუალოდ უნდა იყოს პასუხისმგებელი რუსეთის სავაჭრო სივრცეში პროდუქციის გატანზე.

ამ ე.წ. შეთანხმების ხელი მოსკოვში მოეწერა, სადაც აგროსამრეწველო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაში ოკუპირებული აფხაზეთიც მონაწილეობდა და მის გახსნას რუსეთის პრემიერი მედვედევიც ესწრებოდა.

 

 

იტვირთბა....