ვეტერანი ფეხბურთელი მალდინი თბილისში გამართულ საქველმოქმედო მატჩს Instagram-ზე ეხმაურება.
“ლეგენდები თბილისში კახა კალაძისთვის” – ასე დაასათაურა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო, სადაც ის ქართველ ფეხბურთელებთან ერთად მატჩის დაწყებამდეა გადაღებული.
შეგახსენებთ, დინამო არენაზე საქველმოქმედო მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრამ, სახელწოდებით “მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ ვეტერანი ფეხბურთელები ქველმოქმედებისთვის გააერთიანა. მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენას მოხმარდება.