ახალი ამბები კულტურა მთავარი

ნობელის პრემია ლიტერატურაში ბრიტანელ მწერალ კაძუო იშიგუროს გადაეცა

ნობელის პრემია ლიტერატურაში ბრიტანელ მწერალს, წარმოშობით იაპონელ კაძუო იშიგუროს გადაეცა, “მას, ვინც თავის ემოციურ რომანებში სამყაროსთან ჩვენი კავშირის ილუზორული შეგრძნების მიღმა არსებული უფსკრული გამოააშკარავა”.

62 წლის მწერალი 8 წიგნის ავტორია, რომლებიც მსოფლიოს 40 ენაზეა ნათარგმნი. მისი ყველაზე ცნობილი ნოველებია “არასოდეს გამიშვა” და “დღის ბოლოს”, რომლებზეც ფილმებიცაა გადაღებული.

1895 წლის 27 ნოემბერს ალფრედ ნობელმა ხელი მოაწერა ანდერძს, რომლის მიხედვითაც, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია 1901 წლიდან დღემდე გაიცემა ქიმიის, ფიზიკის, ეკონომიკის, მშვიდობის, მხატვრული ლიტერატურის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგებში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის. გამარჯვებულებს გადაეცემათ ოქროს მედალი, დიპლომი და ფულადი თანხა.

ნობელის პრემიის ლაურეატი დღეს გამოცხადდა. გასულ წელს “ამერიკული სიმღერის ტრადიციაში ახალი პოეტური გამოხატვის შექმნისთვის” ნობელის პრიზი ლიტერატურაში ბობ დილანს გადაეცა.

იტვირთბა....