უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ ქვეყნიდან რუსული ტელეარხის NTV-ის ჟურნალისტი ვიაჩესლავ ნემიშევა გააძევეს და უკრაინაში 3 წლის განმავლობაში შესვლა აუკრძალეს. უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტულად არ არის დასახელებული რა მიზეზით მოხდა ჟურნალისტის ქვეყნიდან გაძევება. თუმცა უშიშროების სამსახურში ამბობენ, რომ ჟურნალისტი უკრაინის ეროვნულ ინტერესებს თავისი საქმიანობით ზიანს აყენებდა.
“საქმიანობის გამო, რომელიც ზიანს აყენებს უკრაინის ეროვნულ ინტერესებს, შესაბამისი სამართალწარმოების ფარგლებში დღეს, 5 ოქტომბერს, 4:00 საათზე ნემიშევა იძულებით დაბრუნდა რუსეთის „სენკოვკას“ გამშვებ პუნქტთან. პროპაგანდისტს სამი წლის განმავლობაში უკრაინაში შესვლა ეკრძალება”, – ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, რუსეთის მოქალაქე ნემიშევა 4 ოქტომბერს კიევში პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს. უწყებამ დაადგინა, რომ 2016 წლის გაზაფხულიდან 2017 წლის შემოდგომამდე ჟურნალისტი დონბასის ტერიტორიაზე მუშაობდა.