პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსმა” მოსკოვში ვიზიტი დაასრულა. როგორც თბილისში დაბრუნებულმა პარტიის წევრმა, ადა მარშანიამ განაცხადა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, კალაშნიკოვის გარდა შეხვედრა ფედერაციის საბჭოშიც გაიმართა:
„არანაირი მუქარა არ იყო არავისგან იქ წარმოთქმული და დაფიქსირებული. ჩვენ ვსაუბრობთ აბსოლუტურად კოლეგიალურად…მე იცით რისი მეშინია? რომ ჩემს სახლში ვერ მოვხვდები სოხუმში, სანამ ცოცხალი ვარ…ადამიანს ძალიან და ძალიან რომ რაღაცა უნდა, მითუმეტეს სახლში დაბრუნება, ის ყველაფერს მიაღწევს, ყველას დახმარებით”,- აცხადებს მოსკოვიდან დაბრუნებული ადა მარშანია.
შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრები რუსეთის დედაქალაქში ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე მეორედ ჩავიდნენ. მათი განმარტებით, ოკუპანტ სახელმწიფოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებზე სალაპარაკოდ ჩადიან.