“ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი” – ასე უპასუხა”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის შეთავაზებას.
ამასთანავე კალაძე ამბობს, რომ მას დებატებში მონაწილეობის პრობლემა არ აქვს:
“ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი. ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ელისშვილმა კალაძე ტელედებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია. ამის შესახებ მან Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, ის ნებისმიერ არხსა თუ ფორმატში მასთან დებატებისთვის მზადაა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.