მთავარი მსოფლიო

სელფის გადაღების დროს 3 სტუდენტი მატარებელმა გაიტანა (ვიდეო)

ინდოეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო 3 დაღუპული თინეიჯერის საქმეზე, რომლებიც ლიანდაგებზე სელფის გადაღების დროს, მატარებელმა გაიტანა. ინფოორმაციას სააგენტო ndtv.com ავრცელებს.

შემთხვევა ბინდადიში მოხდა. ამ ეტაპზე პოლიცია იკვლევს, რამდენად ახლოს იყვნენ თინეიჯერები მოძრავ მატარებელთან, შესაძლებელი იყო თუ არა უბედური შემთხვევის თავიდან აცილება. 2 თინეიჯერი უკვე ამოცნობილია, ისინი იქვე ახლოს, ბენგალურუს კოლეჯში სწავლობდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ადგილზე ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, როცა სელფის გადაღებას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა, ადრე მომხდარი ფაქტი არ უკავშირდება მატარებელს. სელფის გადაღებების დროს ერთი ახალგაზრდა იქვე წყალსაცავში გარდაცვლილი იპოვეს. ბოლოს გაირკვა, რომ რამდენიმე წუთით ადრე, დაღუპული მეგობარ სტუდენტთან ერთად სელფებს იღებდა.

 

 

იტვირთბა....