aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. სამინისტროს ინფორმაციით, მაია ზავრაშვილი საქართველოს ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მაია ზავრაშვილი არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, საჯარო სამართლის მაგისტრი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და თსუ-ს მოწვეული ლექტორი.

მაია ზავრაშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მაია ბითაძე შეცვალა. მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს ასევე, სოლომონ პავლიაშვილი და ეკატერინე გრიგალავა იკავებენ.

იტვირთბა....