ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი გიორგი ფანცულაია დღეს პროკურატურაშია დაბარებული

დღეს, თბილისის პროკურატურაში ე.წ. დეკანოზის საქმის ადვოკატი გიორგი ფანცულაიაა დაბარებული. ამის შესახებ მან თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწებაში 13 საათზე უნდა გამოცხადდეს.

მისი დაბარება  დახურული სასამართლო პროცესიდან მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალას ეხება. პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დაიბარეს.

გუშინ პროკურატურაში უკვე იმყოფებოდა კიდევ ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადვოკატები გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით მოითხოვენ.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

 

 

იტვირთბა....