შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ზურაბ ტაკიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაადასტურეს.
ტაკიძე საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ, ცეცხლსასროლი ჭრილობებით, მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს და აპარატზე იყო მიერთებული.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ზურაბ ტაკიძე 25 სექტემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში ით დაჭრილი მეზობელმა იპოვა.