ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა პრეზიდენტთან”

მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და პრეზიდენტის შეხვედრა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი ეთანხმება იმას, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი კონსტიტუციაში დროულად აისახოს:

“ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტთან. ჩვენ განვიხილეთ ახალი კონსტიტუცია და მასთან დაკავშირებული საკითხები. პრეზიდეტი ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად განხორციელდა, ასევე, ეთანხმება, რომ ის ორი საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისიასთანაც შეთანხმება მიღწეულია, საჭიროა, დროულად განხორციელდეს. ჩვენ დაველოდებით უკვე მისგან საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული”,- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა გაიმართა.

იტვირთბა....