ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

m2 “ცენტრ-პოინტით” დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემის პროცესში ჩართვას გეგმავს

კომპანია m2-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დავით გორგილაძე აცხადებს, რომ m2-ს “ცენტრ პოინტი” არ უყიდია, თუმცა მას აქვს შესაძლობლობა, რომ ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს.

გორგილაძე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ  m2„ცენტრ პოინტის“ შესყიდვით დაინტერესებული არ არის.

„m2-ს აქვს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს. m2-მა საკუთარი ხედვა უკვე გააცნო, როგორც დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებს, ასევე პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, თუმცა ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ m2 არ ყიდულობს კომპანია „ცენტრ პონტს“. ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მაქვს“, – განაცხადა დავით გორგილაძემ.

იტვირთბა....