ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

5 ოქტომბრიდან თბილისში ბოტიჩელის ორიგინალი და კარავაჯოს ასლები გამოიფინება

5 ოქტომბრიდან 29 ნომებრამდე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში გაიმართება გამოფენა: |”უნივერსალური ღირებულებები : ბოტიჩელი – სილამაზე, კარავაჯო – შუქი”. ქართულ მხარესთან ერთად გამოფენის ორგანიზატორი იტალიის საელჩოა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სანდრო ბოტიჩელის “ვენერას” ორიგინალი და კარავაჯოს ნამუშევრების 40 ასლი.

აღნიშნული გამოფენა “Chekin Georgia”-ს ფარგლებში იმართება.

გამოფენაზე იმოქმედებს უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები. ეროვნული მუზეუმის დირექტორმა “მაესტროსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ბოტიჩელის “ვენერას” ექსპოზიციასთან მნახველები შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან.

დავით ლორთქიფანიძის განცხადებით გამოფენაზე მოსულ ადამიანებს კარავაჯოს შემოქმედების შესახებ თანამედროვე, საინტერესო მულტიმედიური პროექტი ელოდებათ.

იტვირთბა....