ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროტესტი უფლისციხესთან: პოლიციამ სამი პირი დააკავა

უფლისციხისკენ მიმავალი გზა სოფელ ქვახვრელის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტა. აქციის მონაწილეების სოფელში ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდებას მოითხოვენ.

აქციის გამო ტურისტებს უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქის დათვალიერება ლოდინის შემდეგ მოუხდათ.

გზის გახსნა პოლიციმ სცადა, თუმცა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც აქციის სამი მონაწილე, მათ შორის “ქართული ოცნების” წევრი დავით ადუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ამ დროისთვის უფლისციხისკენ მიმავალი გზა გახსნილია, თუმცა სამართალდამცველები ადგილზე რჩებიან.

იტვირთბა....