ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქია ქობულეთში: მდინარის ადიდების შედეგად ათობით ოჯახი დაიტბორა

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში მდინარის ადიდების შედეგად 30-მდე ოჯახი დაიტბორა. ამის შესახებ ipress-ი ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

როგორც სააგენტოსთან ადგილობრივები ყვებიან, არხის გაწმენდა გამგეობამ დროულად ვერ უზრუნველყო, რის გამოც ყოველ წვიმაზე მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და მიმდებარე სახლებს ტბორავს.

ქობულეთის გამგეობაში კი ბრალდებებს უარყოფენ. ipress-სთან ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე აცხადებს, რომ ძლიერი წვიმის დროს მდინარის კალაპოტის შეჩერება შეუძლებელია.

მისი თმით, მდინარე აჭყვას არხი გასულ წელს გაიწმინდა, მომავალ წელს კი კალაპოტის გაფართოებაც იგეგმება. დაზარალებულ ოჯახებს სპეციალური კომისია შეისწავლის, ზარალის ანაზღაურება და ოდენობა ამის შემდეგ განისაზღვრება.

ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები განვითარდა ქობულეთის სოფლებში. მიწის მასა ორ საცხოვრებელ სახლთან და ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოვიდა. ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა აღდგენილია, 250-მდე აბონენტს კი სასმელი წყალი სტიქიის გამო არ მიეწოდება.

წყარო: ipress.ge

იტვირთბა....