3 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ კომპანია “თელასი”ავრცელებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის რაიონს – საპნის ქარხნის ტერიტორიის, გორგასლის, გულიას, კრწანისის, ნიშნიანიძის, სადგურის, სირაძის და ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ამავე პერიოდში ელექტროენერგია შეიზღუდება საბურთალოზე აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, ჩხიკვაძის, ნუცუბიძის, ჟღენტის, გამრეკელის, პიკასოს, ინტენსიფიკაციის, ძოწენიძის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, გელოვანის, ჩაჩავას, გვიმრაძის, ალმასიანის, ბერბუკის, ალექსიძის და ასლანიდის ქუჩებზე. 10:30 საათიდან 18 საათამდე ისნის რაიონში: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის IV კვარტლის და პატარიძის ქუჩაზე, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონს, კონკრეტულად კი ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
15 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგია შეიზღუდება მთაწმინდაზე – ორბელიანის მოედნის, ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის და ჭანტურიას ქუჩების მაცხოვრებლებისთვის, 11 საათიდან 14 საათამდე გლდანში – ლიბანის და სალხინოს ქუჩებზე.
11 საათიდან 17 საათამდე ნახევარი საათის მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონს: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძის, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის, სამასი არაგველის, მოსტკოვის, გუმათგესის, იდუმალის, ფრონეს, ქვილითაიას, სამგორის, ფაღავას, სანაძის, გუგუშვილის, ბაღდავაძის და მამისაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.