გენერალური აუდიტორის მოადგილე ნინო ლომჯარია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ თავად ლომჯარია აცხადებს.
როგორც მან “კურიერთან” აღნიშნა, უფლებამოსილება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნისთანავე შეუწყდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მექვაბიშვილმა სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.
მასთან ერთად თანამდებობა დაატოვებინეს აუდიტის სამსახურის კიდევ ერთ მოადგილეს, დევი ვეფხვაძეს. ლომჯარია აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი, ძველი კადრი გააგრძელებს მუშაობას, ორ ახალ მოადგილეს კი ირაკლი მექვაბიშვილი თანამშრომლებს დღეს წარუდგენს.
„მე შემიწყდა უფლებამოსილება ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნისთანავე, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ აღარ გავაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას. როგორც ვიცი, იქნება ორი ახალი და ერთ ძველი მოადგილე, რომელსაც დღეს წარადგენს გენერალური აუდიტორი თანამშრომლებთან. მიზეზი არ ყოფილა დასახელებული,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ „კურიერთან”.
„კურიერის“ ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა წარსულში “ქართუ ბანკის” დირექტორმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა შეინარჩუნა.