ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ავსტრიაში სახის დაფარვის გამო 150 ევროთი დაჯარიმდებიან

ავსტრიაში ახალი კანონი შემოდის, რომლის მიხედვითაც ოქტომბრიდან სახის დაფარვა იკრძალება.
საუბარია მუსლიმების მიერ ტრადიციულ ჩადრებზე, ასევე ჩვეულებრივ სამედიცინო ნიღბებზე, საკარნავალო ნიღბებზე. კანონის დამრღვევები 150 ევროთი დაჯარიმდებიან.

როგორც ირკვევა, კანონის დამცველები აკრძალვაზე მუშაობას ვენის აეროპორტიდანვე დაიწყებენ, სადაც უკვე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აეროპორტში კანონის შესრულებაზე პოლიციის დამატებითი ძალებიც იმუშავებენ.

შეგახსენებთ, მსგავსი კანონი ევროპის რიგ ქვეყნებში, მაგალითად, საფრანგეთსა და ბელგიაში 2011 წლიდან მოქმედებს.

იტვირთბა....