თბილისში, ვარდების მოედანიდან პარლამენტის შენობამდე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა აქცია-მსვლელობა გამართეს. პარტიის ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს. პარლამენტის შენობასთან მოშიმშილეები კვლავ რჩებიან.
აქციის ორგანიზატორების თქმით, თუ ხელისუფლება მათი მოთხოვნების შესრულებას არ დაიწყებს, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება და მას მასშტაბური სახე მიეცემა. მათივე თქმით, თუკი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოშიმიშლეებს პარტიის ლიდერებიც შეუერთდებიან.
„ხელისუფლებას 22 ოქტომბრამდე აქვს დრო, გამოეხმაუროს მოშიმშილეებს და აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები უკავშირდება საკონსტიტუციო უზურპაციის შეჩერებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ქმედითი ნაბიჯებისა გადადგამს და პირდაპირ დიალოგს სოხუმთან, ცხინვალთან, რუსულ მხარესთან. ბოკერიის იდეოლოგიის წნეხიდან უნდა გამოვიდეს კვირიკაშვილი ან გადადგეს,“ – აცხადებს ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, 17 სექტემბრიდან „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციები დაიწყეს. როგორც მათი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, მთავარი მოთხოვნაა შეწყდეს კონსტიტუციაზე ძალადობა. ისინი ასევე აპროტესტებენ ქართული მიწის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. კიდევ ერთი მოთხოვნა კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერის ამოღებაა, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება აქვს ყველა მოქალაქე. როგორც ინაშვილი ამბობს, პროტესტი ეხება ასევე ბანკების ძალადობას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობის წინააღმდეგ, ასევე ხელისუფლების უმოქმედებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით.
საპროტესტო აქცია 24 სექტემბერს ბათუმშიც გაიმართა. როგორც “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები აცხადებენ, დასკვნითი, ყველაზე მასშტაბური აქცია კი 8 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე მოეწყობა.