ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში, მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორი მუშა საავადმყოფოდან გაწერეს

ბათუმში, მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ხუთი დაშავებულიდან, ორი პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაწერეს. სამი მუშა ისევ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ერთს კი ლავიწის ძვლის მოტეხილობის გამო ოპერაცია დღეს ჩაუტარდება. ამის შესახებ პირველი არხი იუწყება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, გუშინ, შემთხვევა კომპანია „ალიანს პალასის“ მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში მოხდა. ჩამოინგრა მესამე სართულის იატაკი და ხუთი ადამიანი დაშავდა, აქედან ორი ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს. მომხდარის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.

იტვირთბა....