ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხუთივე მათგანი მშენებლობაზე მუშაობდა. დაზარალებულები ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს.

როგორც ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის.

„სასწრაფო ადგილზე გამოძახებისთანავე მივიდა. იქ დაგვხვდა ხუთი დაშავებული, რომლებიც გადავიყვანეთ ბათუმის რეფერალურ საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკასა და „მედინაში“. მათ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა წინასწარი დათვალიერებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ ,- განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

ჯერჯერობით შენობის ჩამონგრევის მიზეზი უცნობია.

იტვირთბა....