ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩიდან ბორჯომის ტყის აღსადგენად 403 214 ლარი შეგროვდა

საქართველო-ირლანდიის 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე, რომელიც 2 სექტემბერს გაიმართა, ქველმოქმედებისთვის დაახლოებით 102 ათასი ლარი შეგროვდა. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ.

გუშინდელი თამაშის დასრულების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომის ტყის აღსადგენად 403 214 ლარი მხოლოდ დღევანდელ საქველმოქმედო მატჩზე – „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ შეგროვდა.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის საქველმოქმედო მატჩი “მსოფლიო XI -ის” სასარგებლოდ ანგარიშით 6-5 დასრულდა. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა და მასში მსოფლიოში სახელგანთქმულ ფეხბურთელებთან ერთად ქართველმა ფეხბურთელებმაც ითამაშეს.

იტვირთბა....