ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში ქვის საამქრო დააყაჩაღეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალაბასთუმანში ქვის საამქრო დააყაჩაღეს. დაუდგენელმა პირებმა ყოფილი “ტყის ძმების” მეთაურის, დათო შენგელიას კუთვნილი ქვის საამქრო დააყაჩაღეს. ამის შესახებ imedinews-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა წაიღეს გარკვეული ოდენობის თანხა. თავად დათო შენგელია საზღვარგარეთ იმყოფება. ფაქტი შესახებ მან ჟურნალისტებისაგან შეიტყო.

“ახლა ერევანში ვიმყოფები, ჩემთვის უცნობია ყაჩაღობის ფაქტი. სხვა დეტალებს როცა გავარკვევ აუცილებლად შეგატყობინებთ,”-აღნიშნა შენგელიამ imedinews-სთან სატელეფონო საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

იტვირთბა....