ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების 48% უცხოელია. ამის შესახებ “თბილსერვის ჯგუფში” აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, ბოლო 6 თვეში სულ 2 518 საჯარიმო ოქმი გამოიწერა. ჯარიმების საერთო თანხა 250 000 ლარს აღემატება. დაჯარიმებული 2 518 პირიდან 69 იურიდიული პირია, ხოლო 1 199 უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ჯარიმა 2 კილოგრამი ნაგვის დაყრაზე 80 ლარია, 2 კილოგრამზე მეტი ნაგვის დაყრის შემთხვევაში კი სანქცია 1000 ლარს აღწევს.
“თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში მათ გამოჩენას ინფორმაციული სახე ჰქონდა, ხოლო „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყეს.