ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროკურატურის ბრიფინგზე გამოყენებული რუკის გამო, ქართულ მხარეს ბოდიში მოუხადა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მთავარი სამხედრო პროკურორის ბრიფინგისას გამოყენებული საქართველოს რუკის გამო, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები არ არის გამოსახული, ქართულ მხარეს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

შეგახსენებთ, უკრაინული ტელეკომპანია NewsOne-ის ჟურნალისტმა დიანა პანჩენკომ სოციალურ ქსელ facebook-ზე უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორის ბრიფინგის სურათები გამოაქვეყნა, სადაც ფონად ჩანს საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე:

“გახსოვთ სკანდალი რუკებზე, სადაც უკრაინა ყირიმის გარეშე იყო გამოსახული. ამჯერად სამხედრო პროკურორი დგას შავი ზღვის რეგიონების რუკის ფონზე, სადაც საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეა გამოსახული. ეს რა მიხოს სკანდალის შემდეგ შეიაცვალეთ ორიენტირები?” – დაწერა ჟურნალისტმა.

იტვირთბა....