ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

“არ გრცხვენია ხო? გაყიდე ქალაქი?”: შუა თითის ჩვენებით დაპირისპირებულები საკრებულოში (ვიდეო)

“არ გრცხვენია ხო? გაყიდე ქალაქი?” – ასე მიმართა ნატა ფერაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს საკრებულოში დაპირისპირების დროს.

საკრებულოს სხდომა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დატოვეს. დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. კერძოდ, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილება განხორციელდა.

სწორედ ამას მოჰყვა ოპოზიციის პროტესტი, მათი განცხადებით, მმართველ გუნდს სურს, ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს სიმბოლურ ფასად გადაეცეს.

საკრებულოში დაპირისპირება მოხდა და საქმეში პოლიცია ჩაერთო.

იტვირთბა....