ახალი ამბები მთავარი სამართალი

შოთაძემ და მისმა სამმა მოადგილემ, ბოლო 1 წლისა და 8 თვის განმავლობაში 800 000 ლარი აიღეს

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და მისმა სამმა მოადგილემ, ბოლო 1 წლისა და 8 თვის განმავლობაში ხელფასისა და დანამატის სახით 800 000 ლარი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას  1tv.ge  პროკურატურიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დარყდნობით წერს.

საზოგადოებრივის ცნობით, მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელ ოთხ პირზე 2016 წელს გაცემულმა თანამდებობრივმა სარგომ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს ხელფასისა და დანამატის სახით მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიღებული აქვს – 117 360 ლარი; მის პირველ მოადგილეს, მამუკა ვასაძეს – 112 680 ლარი; მთავარი პროკურორის მოადგილეებს, გიორგი გაბიტაშვილსა და გიორგი გოგაძეს თითოეულს – 111 240 ლარი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე მიღებულ თანამდებობრივ სარგოსა და დანამატებს, ირაკლი შოთაძეს მიღებული აქვს 78 240 ლარი; მამუკა ვასაძეს – 75 120 ლარი; გიორგი გაბიტაშვილსა და გიორგი გოგაძეს ბოლო რვა თვის განმავლობაში ხელფასისა და დანამატის სახით უკვე მიღებული აქვთ – 74 160 ლარი.

იტვირთბა....