ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაყვანილი მოსწავლეები კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი შირინ ჯორბენაძე აცხადებს, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, ყველა მათგანს აღენიშნებოდა გულის რევა, თუმცა ამის გამომწვევი მიზეზი კვლავ უცნობია.
„წყალს კატეგორიულად გამოვრიცხავ, რადგან ასეთ შემთხვევაში მთელი სკოლა უნდა მოწამლულიყო. 14 ბავშვი მოიყვანეს ჩვენთან, ორი სასწრაფო დახმარებამ, დანარჩენი კი მშობლებმა. ყველა მათგანს აღენიშნებოდა გულის რევა, ნაწილს ტკივილი მუცლის არეში. ამ დროისთვის ყველა გაწერილია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა შირინ ჯორბენაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში დღეს დილით 12 სკოლის მოსწავლე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.