ახალი ამბები მთავარი სამართალი

მამაკაცი, რომელიც მოხუცის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ასევე, დედა-შვილის ცემაშია ეჭვმიტანილი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, 23 წლის მამაკაცი ეჭვმიტანილია, რომ 72 წლის თანასოფლელი მამაკაცი ჩაქუჩით მოკლა, -ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს, რომელთა თქმითაც, მოკლული მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ხშირად ავადმყოფობდა.

როგორც თანასოფლელები აღნიშნავენ, ვერ საუბრობენ, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ მოხუცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი, გუშინ, დედა-შვილის ცემის ფაქტზე იყო ეჭვმიტანილი და იძებნებოდა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ასევე, გამოძიება მიმდინარეობს დედა-შვილის ცემის ფაქტზე.

იტვირთბა....