ქობულეთში სკოლის 12 მოსწავლე საავადმყოფოში ინტოქსიკაციით ნიშნებით გადაიყვანეს. მოსწავლეები ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის, მეშვიდე კლასის მოსწავლეები არიან. ბავშვებს ტკივილი მუცლის ღრუში აღენიშნებოდათ, მაგრამ რამ გამოიწვია აღნიშნული სიმპტომები, ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისათვის მოსწავლეები ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.